5 მლ
საუკეთესოა რელაქსაციისა და სიმშვიდისთვის.
ლავანდის ზეთი ასობით წლის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც:
ანტისეპტიკი, დამწვრობის სამკურნალო საშუალება, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, მწერების საწინააღმდეგო და ასევე როგორც დამამშვიდებელი საშუალება.
ლავანდის ზეთი, როგორც არომატიზატორი გამოიყენება ათასობით კოსმეტიკურ პროდუქტში. ესენია ლოსიონები, მასაჟის ზეთები, პარფიუმერია და საპნები.
მიიღება ლავანდის ყვავილების ორთქლზე დისტილაციით. გამოირჩევა დამამშვიდებელი თვისებებით, ხელს უწყობს რელაქსაციას, მშვიდ ძილსა და ემოციურ ბალანსს.
გამოყენება: გამოიყენეთ განზავებით. არომათერაპია: დაამატეთ ჰაერის დიფუზორში 3-5 წვეთი. მასაჟი: გააზავეთ 2-3 წვეთ 1 სუფრის კოვზ საბაზისო ზეთში. აბაზანა: დაამატეთ 3-4 წვეთი თბილ წყალში. ასევე შეგიძლიათ როგორც არომატიზატორი დაამატოთ თქვენს კოსმეტიკურ საშუალებებში.
გაფრთხილება: მხოლოდ გარე გამოყენებისთვის. მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. შეინახეთ გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გაღიზიანების ან ალერგიული რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება. გამოიჩინეთ სიფრთხილე!